1773348202
ჩეხი მომღერალი კორონავირუსით განზრახ დაავადდა და გარდაიცვალა
ჩეხეთში ფოლკ-ჯგუფის Asonance-ის ვოკალისტი ჰანკა ჰორკა გარდაიცვალა. ის კორონავირუსით სპეციალურად დაინფიცირდა, რათა დაავადების გადატანის შემდეგ, საჯარო დაწესებულებებში ვიზიტის შესაძლებლობა ჰქონოდა. 57 წლის მომღერლის სიკვდილი უცხოურ მედიას მისმა შვილმა დაუდასტურა.
როგორც მომღერლის ვაჟი იან რეკი ამბობს, ჰორკამ კორონავირუსით განზრახ დაავადდა.
„ის უნდა ყოფილიყო იზოლირებული ჩვენი დადებითი დიაგნოზიდან ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მან არ დაგვტოვა," - თქვა რეკმა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჰორკამ დაწერა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება. „ახლა უკვე შესაძლებელი იქნება თეატრში, საუნაში და კონცერტზე წასვლა," - წერდა ის.
იან რეკი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამისი არ იყო ვაქცინირებული, მას ვირუსის წარმოშობის ან ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიების არ სჯეროდა. „მან უბრალოდ ინფექცია ამჯობინა ვაქცინაციას“.
ის იმედოვნებს, რომ ეს ამბავი უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს ვაქცინაციისკენ.
„თუ თქვენ თვალწინ რეალური ცხოვრების მაგალითებია ეს უფრო დამაჯერებელია, ვიდრე გრაფიკები და რიცხვები. ძნელია ციფრებს თანაუგრძნო,"- ამბობს ის.












