1730738460
ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამეფო ტიტული ჩამოერთვა - იგი სექსუალური ძალადობის საქმეზეა ბრალდებული
ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამეფო ტიტული ჩამოერთვა. ამის შესახებ BBC წერს.
„დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით, მის ვაჟს, პრინც ენდრიუს აღარ აქვს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი“ - ნათქვამია სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში.
61 წლის პრინცი ენდრიუ, ასევე შეწყვეტს მისი სამეფო უდიდებულესობის სტილის გამოყენებას ოფიციალურ თანამდებობაზე, თქვა სამეფო წყარომ.
პრინცი ენდრიუ 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სექსუალური ძალადობის საქმეზეა ბრალდებული. ის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე კერძო პირის სტატუსით წარდგება. პრინცი ბრალდებას მუდმივად უარყოფს.
ჰერცოგთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ ის „განაგრძობს თავის დაცვას“ ვირჯინია ჯუფრის მიერ წამოყენებული საქმის წინააღმდეგ.