პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტი ჰყვება, რომ ქუთაისში კაცმა პირსინგის გამო სცემა. შემთხვევა 13 იანვარს მოხდა.
ტურისტი ფაქტის შესახებ „ფორმულასთან“ ჰყვება.
როგორც იგი იხსენებს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ბარში შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროს აგრესიულად განწყობილმა კაცმა ტუჩის პირსინგზე კომენტარი გააკეთა.
„როდესაც ბარი დავტოვეთ, სახლისკენ მივდიოდით თეთრი ხიდის გავლით. ხიდთან ეს კაცი მოვიდა და დამარტყა. ძლიერად მცემეს. მიწაზე დამაგდეს.
ჩვენ გვაქვს მომხდარის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ამ კაცის ჩანაწერები ბარში. ჯერ არ ვიცი თუ გაარკვიეს, ვინ იყო ეს კაცი. მაგრამ პოლიცია თავდაჯერებულია, რადგან ყველაფრის ჩანაწერი გვაქვს. გვინდა ამ კაცს ვუჩივლოთ სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ ვარკვევთ, რამდენად არის ეს შესაძლებელი", - ამბობს ტურისტი.