ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს

ბორის ჯონსონი

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან გადაყენება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თემთა პალატაში კომიტეტის შეხვედრის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კანონმდებლებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა, რომ საბოლოო შედეგი არა მხოლოდ უკრაინიდან რუსების გასვლა, არამედ კრემლიდან პუტინის წასვლაა, რაზეც ბორის ჯონსონმა განაცხადა:

„სრულიად გასაგებია, რომ ეს არ არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანი. ჩვენ უბრალოდ მივისწრაფვით დახმარებისკენ, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ისინი სრულიად ბარბაროსული და უსაფუძვლო ძალადობისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ჯონსონმა.