გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინაში იმყოფებიან - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიზ ტრასი

ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით, გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს.

დიდმა ბრიტანეთმა ახალი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს „აკრძალოს რუსი ოლიგარქების წვდომა გაერთიანებული სამეფოს საავიაციო და საზღვაო ტექნიკურ სერვისებზე".

„ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან ჩვენი სანქციების სიძლიერით. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში. მიზანში ამოღებული გვაქვს არა მხოლოდ ოლიგარქების ბიზნესი, არამედ მათი აქტივები და ცხოვრების საერთაშორისო სტილი," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.