1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან პუტინმა შესაძლოა საომარი მოქმედებები გააფართოოს სხვა ქვეყნებში, და ეს შეიძლება NATO-ს წევრი სახელმწიფოებისკენაც იყოს მიმართული - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, ევროპა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან ომში სამხედრო გზით არ ჩაერევა.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, უკრაინას დავუჭიროთ მხარი, მეორე მხრივ კი ვცდილობთ უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას. პუტინის წინაშე თავი არავინ უნდა იმართლოს. მას შეუძლია თავისი სამხედრო საქმიანობა გააფართოოს. ეს შეიძლება იყოს NATO-ს ერთი, ან მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. არის სერიოზული შეშფოთება. პუტინი გააგრძელებს შეტევებს და ჩვენ თავდასხმები უნდა შევზღუდოთ. უნდა მოხდეს რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირება, უკრაინას კი მხარი უნდა დავუჭიროთ. უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მოითხოვა და ამ ნაბიჯს ჩვენ მაშინვე დადებითად ვუპასუხეთ. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ეს აშკარა ფაქტია როგორც გეოგრაფიულად, ასევე ისტორიულად. ამისთვის საჭიროა გარკვეული პროცედურები. პროცესი დაწყებულია. ცხადია, ომში სამხედრო ჩარევას არ ვაპირებთ. ჩვენ არ გვინდა ომის მასშტაბების გაფართოება, თუმცა უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ უნდა დავაზიანოთ რუსეთის ეკონომიკა, რათა კრემლმა ომი ვერ გააგრძელოს,"-აცხადებს ბორელი.