პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მსგავს ფოტოებს რომ ვუყურებ, ორი კითხვა მებადება - ჩვენი ძებნილი და დაუსწრებლად მსჯავრდებულები რისთვის გჭირდებათ: 1) ადგილობრივი კადრები არ გყავთ თუ 2) ომის შემდგომ პერიოდში, დაქუცმაცებულ ქვეყანაში მილიარდობით საერთაშორისო დახმარების "სწორად" განაწილებაში გამოცდილი კადრები გჭირდებათ?", - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, უკრაინის დე-იურე გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვა და დე-ფაქტო გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი თავის სლოვაკელ კოლეგას ხვდებიან.
როგორც ქართველიშვილი წერს, ფოტოები გადაღებულია სამი საათის წინ, რუმინეთთან საზღვრისპირა ქალაქ ჩერნოვციში.
ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, უკრაინელებო! მაგრამ ჩვენი სექტანტების ხელში, 2008 წელს ეს "მშვიდობა" ძალიან ძვირად დაგვიჯდა, ხოლო საკუთრივ სექტანტებმა ამ "მშვიდობის" დამყარებაზე მილიარდები გააკეთეს, „მსგავს ფოტოებს რომ ვუყურებ, ორი კითხვა მებადება - ჩვენი ძებნილი და დაუსწრებლად მსჯავრდებულები რისთვის გჭირდებათ: 1) ადგილობრივი კადრები არ გყავთ თუ 2) ომის შემდგომ პერიოდში, დაქუცმაცებულ ქვეყანაში მილიარდობით საერთაშორისო დახმარების "სწორად" განაწილებაში გამოცდილი კადრები გჭირდებათ?
ეს სურათები გადაღებულია სამი საათის წინ, რუმინეთთან საზღვრისპირა ქალაქ ჩერნოვციში. უკრაინის დე-იურე გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და დე-ფაქტო გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი თავის სლოვაკელ კოლეგას ხვდებიან. ფოტოებს თავად აქვეყნებენ - "კიევში" ვართო და სიტუაციას ვაკონტროლებთო. სინამდვილეში სადაც არიან, კი მოგახსენეთ.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში, ჩვენ მხოლოდ ერთი უკრაინელი ძებნილი შევიფარეთ - კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი, ისიც სააკაშვილმა გააკეთა, მანვე მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ის მოქალაქეობა, რომელსაც სულ ცოტა ხანში თავად დაემშვიდობა, როგორც გაირკვა, დიდი სიამოვნებით - საქართველოში ის ფულს ვეღარ გააკეთებდა.
დღეს უკრაინაში მყოფი მერაბიშვილი, ადეიშვილი და ძმანი მათნი - "დანა/ჩანგლით" ელოდებიან ქვეყანაში პირველი საერთაშორისო ფინანსური ტრანშის შემოდინებას. ამ თვალსაზრისით, კი ბატონო - მათ ძალიან სურთ ამ ომის დროული დასრულება. უბრალოდ ვშიშობ - რომ მათ ხელში, უკრაინისთვის ეს პროცესი ისეთი ოპტიმისტური ვერ იქნება...", - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.