1746733863
ბორელი: ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსი პარლამენტარების დადგენილებას, რომელშიც პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისკენ მოუწოდებენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას, მიმართოს პრეზიდენტ პუტინს, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის მხარეები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
ჟოზეფ ბორელის თქმით, აღნიშნული აღიარება მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა იქნება.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ნორმანდიულ ფორმატსა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
The EU strongly condemns the Russian State Duma’s decision to submit a call to President Putin to recognise the non-government controlled areas of Donetsk and Luhansk oblasts of Ukraine as independent entities. This recognition would be a clear violation of the Minsk agreements.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 15, 2022