პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ომის 280-ე დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტებმა სუმის მიმართულებით ბოლო 24 საათში 129 რაკეტა გაუშვეს. დაიღუპა 7 და დაშავდა 20-მდე ადამიანი.
სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ვინიცაზეც, რის შედეგადაც თბოელექტროსადგური დაზიანდა. დაიბომბა დნიპროსა და ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონიც.
პარალელურად, უკრაინელები დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებენ. მძიმე ბრძოლებია დონეცკსა და ლუგანსკში. რუსეთი ძირითადი ძალების კონცენტრაციას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახდენს.
ქვეყნის პრემიერმინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ამ დროისათვის უკრაინაში ელექტროენერგიის წარმოება მოთხოვნილების 70%-ს ფარავს.
მისივე თქმით, ენერგოქსელის დატვირთვა უკვე იმ კონდინციამდეა შესაძლებელი, რომ მოსახლეობას დენი დღეში 5-6 საათის განმავლობაში მიეწოდოს.
მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოობიექტების უმრავლესობა მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდა. დაზიანებული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.