„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ირანმა რუსეთს სამ მილიარდ დოლარამდე ღირებულების რაკეტები მიჰყიდა

ირანმა რუსეთს სამ მილიარდ დოლარამდე ღირებულების რაკეტები მიჰყიდა

„ბლუმბერგის“ ცნობით, ირანმა რუსეთს თითქმის სამი მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა.

გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა რუსეთთან დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტებთან დაკავშირებით კონტრაქტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გააფორმა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, შეთანხმება 2021 წლის ოქტომბერში, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმდა.

კონტრაქტი მოიცავდა ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტების მიწოდებას. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ირანმა რუსეთს მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, ასევე Shahed-136 დრონები და ტექნოლოგია მათი რუსეთში წარმოებისთვის. საერთო ჯამში, როგორც მედია წერს, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანის სამხედრო აღჭურვილობაზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.