მზის გავლენა თვეების მიხედვით

მზის გავლენა თვეების მიხედვით

მზის და "ერთიანის" წელიწადში მხოლოდ აქტიური მოქმედება წახალისდება, პასიური მოლოდინი კი, უშედეგოდ დასრულდება. გარდამტეხი მოვლენები ზოგს სიხარულსა და კეთილდღეობას მოუტანს, ზოგს კი, კარმული გამოცდების ჩაბარებას აიძულებს, თუმცა ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

მზის ენერგია საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებას, ძველი ჩვევების და ურთიერთობების, პროექტებისა და საქმეების გადახედვას შეუწყობს ხელს, ახალ შესაძლებლობებს კი, მხოლოდ მათ უწყალობებს, ვინც სწრაფი ცვლილებების ფონზე შეძლებს გარისკვას და ინიციატივას გამოიჩენს. 2026 წელს მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სურვილები, იდეები და პროექტები, რომლებიც ორჭოფობის გარეშე განხორციელდება. აუცილებელი იქნება შინაგანი ძალისა და ნებისყოფის განვითარება, რადგან სწორედ თვითრწმენა გახდება მომავალ წელს მთავარი რესურსი.

იანვარი-მარტი

სწორედ პირველი თვეები განსაზღვრავენ მთელ წელიწადს. მზის ენერგია მოულოდნელად გამოავლენს ახალ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანი გახდება ძველი პროექტების დასრულება, ინიციატივის გამოჩენა და თამამად მოქმედება. წლის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია გეგმების დასახვისთვის, საკუთარი რესურსების შეფასებისა და მიზნების განსაზღვრისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში შეიძენენ იდეები წარმატებით განვითარების პოტენციალს და ყველაზე ძლიერ ენერგიას.

აპრილი-ივნისი

გაზაფხული აქტიურ და დინამიურ მოქმედებას შეუწყობს ხელს. გარდამტეხი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად და საქმიან ცხოვრებაში. არ ღირს სირთულეების შიში და უკან დახევა, ბევრად სასიკეთო იქნება ნებისმიერი, თუნდაც შემთხვევითი შესაძლებლობის გამოყენება, გადაწყვეტილების სწრაფად, თუმცა გააზრებულად მიღება. გაზაფხულზე პრიორიტეტული გახდება შინაგან ძალას მინდობა და ინტუიტიურად მოქმედება, ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება და სითამამის, გამბედაობის გამოჩენა.

ივლისი-სექტემბერი 

რადიკალური ცვლილებების და კარმული გაკვეთილების პერიოდია. "ერთიანის" ენერგია ინიციატივის გამოჩენას შეუწყობს ხელს და იმ "ვალებზე" მიანიშნებს, რომელთა გასტუმრება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი გახდება. ზაფხულში მთავარი მოქნილობა, ცვლილებებს შეგუება და ახალ რეალობას მორგება იქნება, ახალი პროექტების დაწყება კი, მხოლოდ ძველის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ოქტომბერი-დეკემბერი

წლის ბოლო შედეგების შეჯამების, შეცდომების გაანალიზების და მიღწეულის განმტკიცების პერიოდია. მზის ენერგია წარმატებით განხორციელებულ ცვლილებებსა და იმ შეცდომებზე მიანიშნებს, რომელთა გამოსწორება გადადების გარეშე გახდება საჭირო. მნიშვნელოვანი იქნება მარცხისა და წარმატების ობიექტურად შეფასება, შემდეგი წლისთვის ნიადაგის მომზადება და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.