ბლინკენი: კიევში ვნახეთ ქალაქის გამოცოცხლების ნიშნები, ხალხი ქუჩაში სეირნობდა, კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს

 ენტონი ბლინკენი

ვლადიმერ პუტინი დასაწყისიდანვე იყო დარწმუნებული, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, -  ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ტერიტორია, რომლის დაკავებასაც ორი თვის წინ რუსეთის მთავრობა თვლიდა, რომ რამდენიმე კვირაში შეძლებდა, დღეს სრულიად ეკუთვნის უკრაინას. კიევში ჩვენ ვნახეთ ქალაქის გამოცოცხლების ნიშნები: ხალხი ქუჩაში მიირთმევდა, ისხდნენ სკამებზე, სეირნობდნენ. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კიევისთვის ბრძოლა უკრაინელებმა მოიგეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.