„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ოლაფ შოლცი ჩავიდა კიევში, რათა გაარკვიოს, რისთვის არის მზად ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.
გერმანული გამოცემის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს მკაცრად კონფიდენციალურ საუბარში სურს გაიგოს, როგორ აფასებს ვითარებას უკრაინის პრეზიდენტი და რისთვის არიან მზად თავად ზელენსკი და მისი ქვეყანა.
„ბილდის“ თანახმად, შოლცი ისევ და ისევ ხაზს უსვამს: „უკრაინელების გარეშე არაფერი გადაწყდება“.
„ბილდის“ თანახმად, ოლაფ შოლცისთვის ეს დამოკიდებულება მანდატია: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს თუ დაიწყებს, როგორც გამოცხადდა, შოლცს სურს, მხარი დაუჭიროს უკრაინის პოზიციას. გამოცემა წერს, რომ ტრამპი მზად უნდა იყოს შოლცთან მოქმედებების კოორდინირებისთვის. წყაროები აცხადებენ, რომ მომავალ პრეზიდენტსა და ამჟამინდელ კანცლერს შორის პირველმა ზარმა შედარებით კარგად ჩაიარა.