სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1733164009
თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა თავად სტუდენტებმა მოითხოვეს.
სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე საათია, მართავენ აქციას.
სტუდენტების ნაწილი, რომელიც ამ წუთებში შეხვედრაზე იმყოფება, თსუ-ს რექტორს აცნობს მოთხოვნებს, რომელთა შორისაა არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
„ჯაბა სამუშია დაგვთანხმდა შეხვედრაზე. ჩვენი შეხვედრა გადაიცემა ლაივში. მოთხოვნა იყო რომ არ შევხვდებოდით მედიების გარეშე, მაგრამ რადგან მედიებზე უარი თქვა, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მოქმედი სტუდენტები არიან სხვადასხვა ონლაიმ გამოცემის სტუდენტები და ასე გასულიყო ლაივში. სამუშია ამაზე დათანხმდა. ჯაბა სამუშიასთან ჩვენი მოთხოვნებია: პირველი, თსუ-ს კარები 24/7-ზე უნდა იყოს ღია და სასწავლო პროცესი შეწყდეს, ვიდრე ქვეყანაში არის რთული და დაძაბული მდგომარეობა“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე თსუ-ს სტუდენტმა, ვანო გომურაშვილმა.
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1733164009