1736970770
მიუღებელია ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
სრულიად მიუღებელია ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოში ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლეკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს მთავრობის ქმედებებს ექნება პირდაპირი შედეგები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის“, – წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას თან ურთავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და გაფართოების ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას.