ბერმა 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - რა მოხდა ბერძნულ მონასტერში

jpg

სასულიერო პირმა, იღუმენმა 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა. დაპირისპირება გადასახდელი თანხის გამო მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აქვეყნებს. 

"45 წლის მამაკაცი მონასტერში დროებით საცხოვრებლად რამდენიმე დღით იყო წასული და ამ ხნის განმავლობაში ბერებს სამუშაოებში ეხმარებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან წასვლა გადაწყვიტა და გაწეული სამუშაოსთვის თანხის გადახდა სთხოვა.

თუმცა, წინამძღვარმა უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ მონასტერში არ არის თანხა მათთვის, ვინც სამონასტრო საქმეებში ეხმარება, გადაუხადონ.

მონასტერში სტუმრად მყოფმა მამაკაცმა მონასტერი დატოვა და რამდენიმე დღეში ორ სხვა მამაკაცთან ერთად კვლავ გამოჩნდა. 

იღუმენსა და ამ კაცებს შორის კამათი დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა, სასულიერო პირმა 45 წლის მამაკაცი მარჯვენა ხელის არეში დაჭრა. ინციდენტი იღუმენის დაკავებით დასრულდა, რომელიც დღეს, პროკურატურაში გადაიყვანეს.

მას სასჯელი იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენებისთვის, ზიანის მიყენებისთვის ემუქრება. თავად სასულიერო პირმა სარჩელი თავისი მსხვერპლის წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია." - წერს გამოცემა. 

ასევე ნახეთ:

👉 სინოპტიკოსების გაფრთხილება! - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

👉 VIDEO: პირველი კოცნა ანისა და გიორგის შორის - „პრაიმ ჰაუსში“ დიდი ამბებია

👉 "შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე, მაგრამ შენი დედა შავებით შემოსე" - ვინ იყო ექიმი, რომელიც დღეს გარდაიცვალა

👉 დიდი დაპირისპირება კრიმინალურ სამყაროში - ტარიელ ონიანი ლავასოღლის წინააღმდეგ

👉 „She said yes“ - სალომეს შეყვარებულმა ხელი სთოხვა