მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ბოლო 24 საათში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიას კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა. დაიჭრა 9 არასრულწლოვანი. გოგონას ცხედარი იპოვეს ბუჩაში საერთო საფლავში, მეორე ბავშვი კი, რომელიც რუსებმა დაცხრილეს, ნავით გაქცევას ცდილობდა. შემთხვევა დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხდა.
ბუჩაში მოკლული 163 ადამიანი ინდენტიფიცირებულია. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 320 ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. რუსული ძალები ოდესის ოლქს შავი ზღვიდან უტევენ. რუსული სამხედრო გემების მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ რეგიონში ინფრასტრუქტურა დააზიანა. თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ხარკოვი. ქალაქი, რომლის ინფრასტრუქტურის 70%-ზე განადგურებულია. იერიში უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ამჯერადაც სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს. დაიჭრა 15 ადამიანი, დაიღუპა ერთი. ცნობებს ავრცელებს ქვეყნის პროკურატურაც, რომელთა მიხედვითაც ხარკოვის ოლქის ქალაქ გუსაროვკაში ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი მოკლეს, მათი ცხედრები კი დაწვეს. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.
მეტად დაძაბულია ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთით. ლუგანსკის ოლქს ორი დღის განმავლობაში ინტენსიუირად ბომბავენ. იყენებენ ფოსფორის ბომბებსაც, რომელიც ვენის კონვენციით არის აკრძალული.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან კიდევ ერთი ტერიტორია გაათავისუფლეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუმის ოლქი ოფიციალური კიევის კონტროლს დაუბრუნდა
"რუსი დამპყრობლების ყურადღება მარიუპოლზეა მიმართული, რომლის აღებასაც ოკუპანტები უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ. შეტევაა ქალაქ იზიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსში ე.წ. მოხალისეებით კერძო სამხედრო კომპანიის ახალ ნაწილებს აკომპლექტებენ. ინფორმაცია ზუსტდება. მტერი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს მტრის შვიდი შეტევა, განადგურდა ოთხი ტანკი, ორი საარტილერიო სისტემა, ათი ერთეული ჯავშანტექნიკა და თერთმეტი ერთეული მტრის მანქანა," - აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.