1732386875
ზელენსკი: მრავალი ქვეყნისთვის უკრაინის ომი უკვე რუტინად იქცა, მაგრამ ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო მძლავრად, ვიდრე ომის პირველ თვეს
რუსეთს სურს აგრესიის გადატანა ევროპაში. უკრაინა მხოლოდ დასაწყისი იქნება, თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსეთს სურს აგრესიის გადატანა ევროპაში. უკრაინა მხოლოდ დასაწყისი იქნება, თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, არ შევაჩერებთ ახლავე. 36 დღეა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ებრძვის ჯარს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს უწოდებდნენ მრავალი ქვეყნისთვის უკრაინის ომი უკვე რუტინად იქცა, მაგრამ ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო მძლავრად, ვიდრე ომის პირველ თვეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ომი კიდევ 36 დღე გაგრძელდეს. ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.