ბაიდენის სანქციები პუტინთან დაახლოებულ პირებს და მათ შვილებს - ნახეთ მოკლედ და გასაგებად

baideni da putini

აშშ-ის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების მორიგი ტალღა რუსულ მსხვილ ბანკებს და პუტინთან დაახლოებულ პირებს და მათ შვილებს შეეხება.

 

აშშ-ში არსებული ყველა აქტივი გაეყინებათ „რუსული ელიტის“ შემდეგ წარმომადგენლებს:

სერგეი ივანოვს (მამამისი, ასევე სერგეი ივანოვი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას; 2008 წელს, დიმიტრი მედვედევთან ერთად, მიიჩნეოდა პუტინის „მემკვიდრედ“);

ანდრეი პატრუშევს (მამამისი, ნიკოლაი პატრუშევი პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება; იყო მისი მემკვიდრე უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე, ამჟამად იკავებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას);

ივან სეჩინს (მამამისი, იგორ სეჩინი, ნავთობკომპანიის, „როსნეფტის“ დირექტორი და პუტინთან დაახლოებული პირია);

ალექსანდრე ვედიაშკინი – „სბერბანკის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ანდრეი პუჩკოვი და იური სოლოვიოვი – „ვი-თი-ბი“ ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები. სანქციები ასევე შეეხება სოლოვიოვის ცოლს, გალინა ულიუტინას;

სანქციები სამხედრო სექტორს

აშშ აკრძალავს კონკრეტული ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის შემცველი თითქმის ყველანაირი აღჭურვილობის, წარმოებულს აშშ-ში თუ საზღვარგარეთ, ექსპორტს რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.

ამასთან ერთად, იკრძალება ნახევარგამტარების, ტელეკომუნიკაციური აპარატების, დაშიფვრის აღჭურვილობის, ლაზერების, სანავიგაციო აპარატურის და საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

სხვა სიახლეები