ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები „მაგიდაზეა“

ბაიდენი-პუტინი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ პირდაპირი სანქციები ჯერ კიდევ „მაგიდაზეა“.

„ეს არ არის ბლეფი. ისინი ნამდვილად მაგიდაზეა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა შესაბამის კითხვაზე.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს პუტინთან საუბარს მას შემდეგ, რაც დაასახელა ის ნაბიჯები, რომლებსაც აშშ დგამს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის ამოღება SWIFT-დან არ არის ის მიმართულება, რომლისკენაც დანარჩენ ევროპას სურს ამ მომენტში სვლა. ბაიდენის თქმით, რუსეთის ამოღება SWIFT-დან, მაღალი უსაფრთხოების ქსელიდან, რომელიც აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში, „ყოველთვის ერთ-ერთი ვარიანტია“, თუმცა დასძინა „ამჟამად, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დაკავებაც დანარჩენ ევროპას სურს“.

„სანქციები, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ ყველა მათ ბანკზე, თანაბარი შედეგისაა, შესაძლოა უფრო მეტი შედეგის, ვიდრე SWIFT“, - აღნიშნა ბაიდენმა.