პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა. იმავეს გეგმავს დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირში კი უკვე მზადაა ენერგეტიკული საგზაო რუკა, რომლითაც ევროპამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.
ანალიტიკოსები უკვე წერენ, რომ ემბარგო, რომელიც დღეს დაწესდა, რუსეთში სერიოზულ ინფლაციას გამოიწვევს.
„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში" - აშშ-ის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და და ყველას მოუწოდა, უარი თქვას რუსულ ენერგორესურსებზე.
ბაიდენის გამოსვლის პირველივე წუთებში ნავთობის ფასმა 5 პროცენტით მოიმატა და ბარელმა 130 დოლარი შეადგინა. ამ დრომდე ევროპის საჭიროების 40 პროცენტს რუსეთი უზრუნველყოფდა.