აზოვსტალში ცეცხლის შეწყვეტის თარიღი ცნობილია - ამ დროისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები უკრაინაში

ბომბი

უკრაინაში, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ადგილობრივმა გამოცემამ Nexta Live-მა Telegam არხზე შეკრიბა: 

📌 ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ასევე, საუბარია დაზიანებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაზეც, რომელსაც ბულგარეთი უზრუნველყობს.

📌 უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებაზე 5 მაისიდან 7 მაისამდე აზოვსტალის ტერიტორიაზე. მარიუპოლის მცველები ამ დროს გამოიყენებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა RBC-უკრაინასთან ისაუბრა. 

📌 აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას. ამის შესახებ CNN იტყობინება. ”ამ კვირაში გავესაუბრები G7-ის ლიდერებს იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ შემდეგში”, - თქვა ბაიდენმა.

📌 უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები დღეში ანადგურებდნენ 9 საჰაერო სამიზნეს:

რუსი ოკუპანტების 2 თვითმფრინავი (ადრე სუ-30 გამანადგურებელი);

4 უპილოტო საფრენი აპარატი - Orlan-10;

3 საკრუიზო რაკეტა.

📌 საკვების იმპორტი და ექსპორტი უკრაინიდან უნდა მოხდეს, - ამერიკელი პოლიტიკოსი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბისლი.

„პორტები უნდა გაიხსნას. მილიონობით, თუ არა მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეა სასწორზე და ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს - ამას მსოფლიო ითხოვს“, - თქვა ბიზლიმ.