საქართველო-ბულგარეთის მატჩთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები ინფორმაციას ავრცელებს
1757101620
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ მათ მიერ იარაღის დაყრის შემთხვევაში არის შესაძლებელი.
„თქვენ იცით და ჩვენ გამოვდივართ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებიდან, რომელიც ეხებოდა ყველა მშვიდობიანი მოქალაქისთვის შესაძლებლობას დაეტოვებინათ ქარხანა ნებისმიერი მიმართულებით. რაც შეეხება სამხედროებს, ითქვა, რომ მათ შეუძლიათ გასვლა, იარაღის დაყრის შემდეგ. ეს არის პრეზიდენტის სიტყვები, ეს არის მთავარსარდლის ბრძანება“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.