პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე სახლები გუშინ 46 მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დღე გამოვიდა 25 ადგილობრივი მცხოვრები. დაბნელების შემდეგ, სიჩუმის რეჟიმის გამოყენებით გამოვიდა 21 ადამიანისგან შემდგარი მეორე ჯგუფი, რომელიც დასახლება ბეზიმენოეში გადაიყვანეს“, – აღნიშნავენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსული მხარის მტკიცებით, ყველა ევაკუირებული სამოქალაქო პირი უზრუნველყვეს ღამის გასატარებლად თავშესაფრით, საკვებით და სამედიცინო დახმარებით.
რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს.
მანამდე, მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ზოგიერთი მათგანი „სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა“.