,,აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციას ითხოვენ

დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლში, ,,აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები, ხელისუფლებასა და უკრაინის საერთაშორისი პარტნიორებს მიმართავენ და მთელი სამხედრო გარნიოზინის ევაკუაციისკენმოუწოდებენ.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ,,აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა სიტუაციამ მეტალურგიულ კომბინატში კატასტროფული ხასიათი შეიძინა. ამის შესახებ სამხედროები ვიდეომიმართვაში საუბრობენ.

,,მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი სამოქალაქო პირების, დაჭრილი სამხედროებისა და ცხედრების ევაკუაციისთვის. სამხედროების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ განხორციელდეს მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაცია, რადგან ისინი ამას იმსახურებენ“, - აცხადებენ  ,,აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები.