„აზოვის“ მებრძოლების ცოლები ამბობენ, რომ „აზოვსტალში“ ქმრებთან დაბრუნება უნდათ

აზოვსტალის მებრძოლების ცოლები

აზოვსტალის ქარხანა რჩება ერთადერთ ტერიტორიად მარიუპოლში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ. უკრაინელი სამხედროები საწარმოს ორი თვის განმავლობაში იცავენ.

აზოვსტალში დარჩენილი მებრძოლების ცოლები 11 მაისს რომის პაპს შეხვდნენ დახმარების თხოვნით. შეხვედრის შემდეგ მათ DW-სთან ისაუბრეს.

იულია ფედოსიუკი:

​„რაც აზოვსტალში ხდება, ეს აღარ არის ომი, რომელიც მიმდინარეობს, ეს არის უბრალოდ ხალხის ცივსისხლიანი განადგურება. აზოვის ჯარისკაცები სრულად იყვნენ ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში, რადგან არც წითელი ჯვარი, არც გაერო და არც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეუშვეს აზოვსტალში. ჩვენ ბუჩას მაგალითზე ვიცით, რას უშვრებიან რუსები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას - აუპატიურებენ, კლავენ. აზოვსტალში არიან ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ, რომ რუსეთში წაიყვანენ და მოკლავენ. ამიტომ, თუ პუტინი შეეცდება აზოვსტალში ყველა გაანადგუროს, ის გაანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობასაც“,- ამბობს იულია ფედოსიუკი.

- როგორ ინარჩუნებთ ქმრებთან ურთიერთობას? რამდენად ხშირად უკავშირდებით?

ეკატერინა პროკოპენკო:

„ჩვენ დღეში ერთხელ ან ორჯერ ვსაუბრობთ. ძალიან მოკლედ და მშრალად მესაუბრება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ქმარი პოლკის მეთაურია, არასდროს საუბრობს რაიმე დამატებით ინფორმაციაზე. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონტაქტი, მაგრამ სიტუაცია უკვე კრიტიკულია.

უკან დაბრუნება გვინდა, დიდი ხნის წინ დავბრუნდებოდით. რომ ყოფილიყო შესაძლებლობა, შეგვეცვალა სიტუაცია ჩვენს ქმრებთან ერთად აზოვსტალში, ჩვენ ამას ავირჩევდით. მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, ვითხოვოთ დახმარება, ვთქვათ სიმართლე, გავაქარწყლოთ პრორუსული მითები. ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჩაერთოს და მოაგვაროს ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე“,- ამბობს ეკატრეინა.