პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ახლა მთელი საინფორმაციო სივრცე სავსეა ერთი და იგივე სახის ინფორმაციით, რომ რუსეთის შემოჭრა შეიძლება, დაიწყოს ხვალ. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ19 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"რა ხდება სინამდვილეში? ამ რეალობის წინაშე ხომ 8 წელია ვდგავართ, შეჭრა 2014 წელს დაიწყო. საფრთხე ახლა ხომ არ გამოჩნდა? ეს რისკები მრავალი წელია არსებობს და არ გაზრდილა, გაზიარდა აჟიოტაჟი. მნიშვნელოვანია ყველაფერზე გონივრულად რეაგირება და იმის ცოდნა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადავჭრათ დიპლომატიური გზით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ.
ჩვენმა ყველა მოქალაქემ, განსაკუთრებით მოხუცებმა, ეს უნდა გაიგონ, უნდა ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ. არ გაიქცნენ წიწიბურისა და ასანთის საყიდლად. ყველა მედია უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალება და არა მასობრივი ისტერიის. აჟიოტაჟის ატეხვით მტერს ნუ დაეხმარებით", - განაცხადა ზელენსკიმ.