იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალ პაკეტში შედის 250 ჯაველინი, საარტილერიო საბრძოლო მასალა, ნაღმმტყორცნელები, 190 მძიმე ტყვიამფრქვევი საბრძოლო მასალით. ასევე, სიაში შედის ორი საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა HAWK, 4 საჰაერო სადაზვერვო რადარი, 20 კონტრბატარეის რადარი, საზენიტო იარაღი და საბრძოლო მასალა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას 29 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.