1727944755
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ბუსტერ დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანში ანტისხეულების რაოდენობა 5-ჯერ იზრდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე, ბუსტერ დოზა ანტისხეულების დონეს ხუთჯერ ზრდის.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მეოთხე დოზის კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ვიცით, რომ მეოთხე დოზა უსაფრთხოა. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში გავიგეთ, რომ მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს დაცვის მნიშვნელოვან ზრდას ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე სიმპტომების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა“.