ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ერმაკის თქმით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო.
„აშშ-ის გუნდთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულად დაიწყო. ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მოახლოებაზე“, – წერს ანდრეი ერმაკი.
უკრაინული დელეგაციის შეხვედრა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მიმდინარეობს. უკრაინის მხარეს ანდრე ერმაკთან ერთად წარმოადგენენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. აშშ-ის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი.