პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან ახლა არ არის და არავინ ამ თემის განსახილველად ერთმანეთს არ ხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„რუსები იმეორებენ: „24 თებერვლიდან ჩვენი მიზნები უცვლელი დარჩა, შეიცვალა მხოლოდ მათი მიღწევის ხერხები“. უკრაინაზე ფრონტალური შეტევის მეთოდი ერთდროული განადგურების მიზნით შეიცვალა კონცენტრირებული დარტყმებითა და აღმოსავლეთიდან წინსვლით. მაგრამ მიზანი უცვლელი დარჩა - ჩვენი განადგურება. ყოველი ასეთი განცხადებით, რუსები ავლენენ არა მოლაპარაკებებისადმი მზაობას, არამედ ამ ოპერაციის საბოლოო მიზნის უცვლელობას - უკრაინის განადგურებას. ამ დროის მდგომარეობით არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსული მხარის ბრალეულობით, არ მიმდინარეობს და არავინ ამ თემის განსახილველად ერთმანეთს არ ხვდება“,- განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მოლაპარაკებები პირდაპირ არის დაკავშირებული ფრონტზე არსებულ მდგომარეობასთან.
„მე ყველა პარტნიორს მარტივ რამეს ვეუბნები: „მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთი უნდა დაჯდეს ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ, სხვა შემთხვევაში ეს კვლავ იქნება ულტიმატუმების ენა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხში პრინციპულ პოზიციას იკავებს. ის არ გამორიცხავს მოლაპარაკებების შესაძლებლობას, მაგრამ ახლა ამისთვის საფუძველი, რუსეთის აგრესიული ქმედების გათვალისწინებით, არ არსებობს. მან ამაზე ძალიან მკაფიო კომენტარი გააკეთა იმ ქვეყნები ლიდერებთან, რომლებიც მას მოლაპარაკებებზე მიუთითებდნენ. ამ ლიდერებმაც კი შეწყვიტეს მოლაპარაკებებზე საუბარი“,- განაცხადა კულებამ.