1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსული ცენტრალური ბანკი დაჰაკა. როგორც დაჯგუფება წერს, ისინი 35 000 საიდუმლო შეთანხმებას 48 საათის განმავლობაში გაასაჯაროებს.
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერომში ჩაერთო.
26 თებერვალს დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მოიპოვა და გაავრცელა დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-დან.
მათივე თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოგისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.
27 თებერვალს დაჯგუფებამ ჩეჩნეთის მთავრობის ვებსაიტი დაბლოკა. მოგვიანებით, 1-ელ მარტს Anonymous-მა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებგვერდი დაბლოკა. 5 მარტს კი Anonymous-მა რუსეთის საიდუმლო სამსახურის ვებგვერდი დაჰაკა.
Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს აქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორაციულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.