პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს ერთიანობის დღესთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს მშვიდობიანად ცხოვრების სრული უფლება აქვთ. გავრცელებულ ტელემიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ერთად შეძლებენ საკუთარი სახლის დაცვას.
„დიდი ქვეყნის დიდო ერო, დილა მშვიდობისა! დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველას ერთიანობის დღე. ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, ენების, რელიგიის, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი სურვილი: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, როგორც ერთი ოჯახი, ბავშვებთან, მშობლებთან. და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, უკრაინაში ვართ. და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს. და არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.