პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს. არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსებმა, „გრადას“ ტიპის სარაკეტო სისტემით კიევის სვიატოშნის რაიონში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ასევე დაიბომბა შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე ოთხი პირი.