რა ხდებოდა ღამის განმავლობაში უკრაინაში - ნახეთ, ცხელი წერტილები და რუსეთ-უკრაინის დაკავებული პოზიციები

omi

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ქვეყანაში 23 მარტის 06:00 საათისთვის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს.

◽️ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ მტრის წინსვლას ზაპოროჟიეს, ქალაქების პოპასნაიასა და კურახოვოს მიმართულებით. მებრძოლები მარიუპოლის დაცვას ალყის მეშვეობით ახორციელებენ.

◽️ ჯარები ჩერნიგოვის დაცვას ამაგრებენ და მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით აკავებენ.

◽️ მიკოლაევის რეგიონის დასახლებების დაცვა გრძელდება.

◽️ ჩვენი ჯარისკაცები მტერს კრივოი როგისა და ნოვოვორონცოვკის მიმართულებით აკავებენ.

◽️ წინა დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 17-ზე მეტი საჰაერო სამიზნე განადგურდა (6 თვითმფრინავი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი, 1 ვერტმფრენი და 5 საკრუიზო რაკეტა). გარდა ამისა, საჰაერო ძალების თვითმფრინავმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მტრის აღჭურვილობასა და ცოცხალ ძალას.

◽️ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია გრძელდება.

◽️ ბელარუსის ტერიტორიაზე ნაწილობრივ სარკინიგზო კომუნიკაცია ბელორუსის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის გაითიშა. ინფორმაცია ზუსტდება.

◽️ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული და ბელორუსული სამხედრო ტექნიკის აქტიური მოძრაობა და მისი დაგროვება უკრაინის საზღვარზე გრძელდება.

◽️ ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმის დროს, მტრის სპეცრაზმის ერთ-ერთ დანაყოფში პერსონალის 10%-ზე ნაკლები მზადაა განაგრძოს ბრძოლა, დანარჩენი მოკლული, დაჭრილი, ავადმყოფი ან დემორალიზებულია.