„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ჩვენ დაგვეღუპა ათობით ათასი ადამიანი, ას ათასამდე დაშავდა, დავანგრიეთ ეკონომიკა, დავკარგეთ ტერიტორიები და ყოველდღიურად უფრო მეტს ვკარგავთ, ჩვენი ფრონტი კი იშლება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ნიკოლაი ფელდმანის Youtube-არხზე . მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ რუსეთი იზოლაციაში იმყოფება, მცდარია, რადგანაც ევროკავშირი და ნატო რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ, რითაც მოსკოვს უკრაინაში ომის გაგრძელების საშუალებას აძლევენ.
„ჩვენ ვართ ავადმყოფი საზოგადოება, დეფოლტირებული სახელმწიფო. ჩვენ დაავადებულები ვართ უმძიმესი სენით, რომელსაც ეწოდება პასუხის არცოდნა კითხვაზე „რატომ“. ადამიანი ან საზოგადოება, რომელიც ვერ პასუხობს კითხვას „რატომ“, სრულიად დისკრედიტირებულია, დასნეულებულია. რისთვის ეს სისხლის ღვრა? რისთვის მეცნიერებისა და ეკონომიკის განადგურება? რისთვის დაშლილი არმია? უკრაინას შეეძლო ვაჭრობა უფრო მომგებიანად, ვიდრე დღეს. რისთვის გამოვიყენეთ და დავხოცეთ ჩვენი მოქალაქეები ომში? რისთვის დაგვეღუპა ბავშვები? რისთვის გავუძელით ამ განადგურებულ ენერგეტიკას და დავუშვით პუტინის წამოდგომა, მაშინ როდესაც შეგვეძლო ყველაფერი უკეთესად გადაგვეწყვიტა. ახლა, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, უფრო ცუდ და დასუსტებულ მდგომარეობაში ვართ. თან დიდი დანაკარგით.
რუსეთის იზოლაცია არ არსებობს არა მხოლოდ გლობალური სამხრეთის მხრიდან, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ნატო და ევროკავშირი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებშია. ისინი რუსეთისგან ყიდულობენ რესურსებს, რაც რუსეთს ომის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. რუსეთი არ არის იზოლირებული და მისი ეკონომიკა არ არის დაბლოკილი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.