ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის მეუღლესა და ვაჟს ავსტრალიამ სანქციები დაუწესა - ასევე, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეა 22 „რუსი პროპაგანდისტი და დეზინფორმაციის ოპერატორი“

ლუკაშენკო

უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის, ავსტრალიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მის მეუღლეს, გალინასა და ვაჟს, ვიქტორს, რომლებიც ადრე მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, ავსტრალიამ სანქციები დაუწესა.  მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ასევე, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე არის 22 „რუსი პროპაგანდისტი და დეზინფორმაციის ოპერატორი“, მათ შორის მედიასაშუალებების Russia Today, Strategic Culture Foundation, InfoRos და NewsFront-ის რედაქტორები.

„სანქციების მიზანია, რუსეთისთვის და მათთვის, ვინც მხარს უჭერს მის უკანონო, არაპროვოცირებულ შეჭრას დემოკრატიული მეზობლის ტერიტორიაზე, მაღალი ფასის გადახდა  უზრუნველყოს",- აღნიშნულია განცხადებაში.