პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70 მებრძოლი“ - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოწინააღმდეგემ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, - ნათქვამია დმიტრი ჟივიცკის განცხადებაში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა რუსულმა მხარემაც.
მანამდე ახტირკას მერმა პაველ კუზმენკომ განაცხადა, რომ ქალაქ ახტირკაში ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს.