პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, გაზი შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია.
„თავიდან სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც სანქციები მტკივნეულია ჩვენი ქვეყნებისთვის და და ახლა საკითხავია, რამდენად ვართ მზად ტკივილის ატანისთვის. ეს ტკივილი თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულია. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია და ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო. გაზი შეიძლება, ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია," - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
კალასმა გააკრიტიკა მაკრონი პუტინთან დაკავშირებული განცხადების გამო.
„ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ სისასტიკე დასრულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვეღარ დავუშვებთ," - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.