პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონს სჯერა, რომ პარიზი ამ კონფლიქტის დასრულებაში შუამავლის როლს ითამაშებს.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი „პუტინის ისტორიული შეცდომის გამო“ არ დაამციროს.
"ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ომი დასრულდება, გამოსავალის პოვნა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით შევძლოთ. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ პროცესში შუამავლის როლს შეასრულებს". - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საუბრისას უთხრა, რომ იგი „ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე“.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს
👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია
👉 VIDEO: უმძიმესი კადრები ბუჩადან, რომელსაც New York Times-ი ავრცელებს