ახდენს თუ არა გავლენას ვაქცინა ქალთა ნაყოფიერებაზე? - რას ამბობენ ებრაელი მეცნიერები

ორსული

შებას სამედიცინო ცენტრში  ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინები ქალთა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. ინფორმაციას JP ავრცელებს.

„ვაქცინაა კვერცხუჯრედის ფუნქციაზე ან ნაყოფიერებაზე ჰქონოდა გავლენას არ ახდემს“, - ამბობს ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის ქალთა და ორსულთა განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი იარონ რაბინოვიჩი.

კვლევაში 18-დან 42 წლამდე ასაკის 200 ქალი მონაწილეობდა; მათ ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) დონე შეუმოწმეს. ეს ჰორმონი ქალის კვერცხუჯრედის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების შეფასების საიმედო საზომად მიიჩნევა.

ქალებს ტესტი ჯერ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე ჩაუტარეს, შემდეგ კი სამი თვის შემდეგ, როცა მათ უკვე მეორე დოზაც ჰქონდათ გაკეთებული. მონაწილეებს ასევე მოეთხოვებოდათ კითხვარის შევსება მენსტრუალური ციკლისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.

კვლევის დასკვნით ნაწილამდე 129 ქალი მივიდა; ზოგიერთი დაფეხმძიმდა, ზოგიერთი კი ვირუსით დაინფიცირდა. ფინალური კოჰორტის წარმომადგენელ ყველა ქალში AMH ჰორმონის დონე უცვლელი იყო.

„კორონავირუსის mRNA ვაქცინების გამოყენების დაწყების შემდეგ, ზოგიერთს გაუჩნდა შიში, რომ შვილოსნობის უნარის ასაკის ქალებში მას შეიძლება კვერცხუჯრედის ფუნქცია დაეზიანებინა და მომავალში უშვილობა გამოეწვია. ამ საკითხით შეშინებულმა ბევრმა ქალმა და დედამ მოგვმართა. ეს მოწინავე კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ქალის ნაყოფიერების დონეზე გავლენას არ ახდენს“, - ამბობს პროფესორი რაბინოვიჩი.