„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
დონეცკის რეგიონში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
დონეცკის რეგიონის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით, 5 და 14 წლის გოგონები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც შენობა დაინგრა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.
კირილენკომ მოსახლეობას საბრძოლო მოქმედებების მახლობლად, ევაკუაციისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, გუშინ მეზობელი ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაბომბვა გააძლიერეს.
ცნობისთვის, რუსეთი თავისი საომარი ძალისხმევის დიდ ნაწილს ახლა უკრაინის აღმოსავლეთში მიმართავს.