ადრე ბავშვებისთვის ჯანსაღ საკვებზე ვმსჯელობდით, ახლა როგორ გამოვკვებოთ იმას ვფიქრობთ - ოლენა ზელენსკა

ოლენა ზელენსკა

„წარმოიდგინეთ, რომ ააშენეთ და გაარემონტეთ სახლი და ფანჯრის რაფაზე სულ ახლახან დააწყვეთ ყვავილები; და ახლა ის განადგურებულია, და მის ნანგრევებზე კოცონი უნდა დაანთოთ, რომ გათბეთ. ესაა ის, რაც დაემართა ბავშვებისთვის განკუთვნილ ჩვენს პოლიტიკას და ზოგადად ყველა ოჯახს“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ CNN-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ათასობით ბავშვმა  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო.

„ომამდე ჩვენ სკოლებში კვების რეფორმა განვახორციელეთ, რომელსაც რამდენიმე წელი ვამზადებდით, რომ შეგვექმნა გემრიელი და ჯანსაღი რაციონი, რათა ბავშვები ნაკლებად გამხდარიყვნენ ავად.

მეკითხებით ახლა როგორ ვგრძნობ თავს? მე ვგრძნობ, რომ ჩვენ რამდენიმე წლითა და ათწლეულებით უკან გადავვარდით.

ახლა ჩვენ არა ჯანსაღ საკვებზე, არამედ ზოგადად საკვებზე ვსაუბრობთ. ახლა ჩვენი ბავშვების გადარჩენაზეა საუბარი! ჩვენ ადრინდელივით აღარ განვიხილავთ, თუ რომელია უკეთესი აღჭურვილობა სკოლებისთვის, ახლა მილიონობით ბავშვის განათლებაა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ბავშვებისთვის ჯანმრთელ ცხოვრების წესზე - ნომერ პირველი მიზანი ყველა მათგანის გადარჩენაა.

ჩვენი ბავშვების ნახევარს საზღვარგარეთ წასვლა მოუწია. ათასობით მათგანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო. 23 თებერვალს, ისინი ჩვეულებრივი ევროპელი მოსწავლეები იყვნენ, განრიგითა და არდადეგებისთვის გეგმებით“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.