"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
უკრაინის პირველi ლედი ოლენა ზელენსკა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაში შუამავალი გახდეს და მშვიდობიან მოსახლეობას ომიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს.
"მოგიწოდებთ, როგორც ორგანიზაციას, რომელიც მშვიდობასა და ძმობას ქადაგებს: იყავით იმ ადამიანების ხმა, ვინც დღეს ომისგან იტანჯება! აცნობეთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობის აღიარების მნიშვნელობაზე, რომელიც ეფუძნება ღმერთის რწმენას. გთხოვთ, თქვენ და სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს, გაგვაგონეთ თქვენი ხმა, რომ გმობთ ომს და მოუწოდებთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ.