რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
უკრაინის ქალაქ ავდეევკაში, 6 წლის ელია ტრაგიკულად დაიღუპა - გოგონა აფეთქებებისა და სროლის ხმების ფონზე სარდაფში ცხოვრობდა. 6 წლის ელიას ოჯახი, ბებია და ბაბუა, ევაკუაციაზე უარს აცხადებდნენ - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"6 წლის გოგონა ღამით გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით. გოგონა ავდეევკაში ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა. დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება, მამა კი გარდაცვლილი ჰყავს.
საღამოს გოგონამ ხელ-ფეხში მგრძნობელობა დაკარგა. სამწუხაროდ, არანაირი მექანიზმი არ არსებობს ბავშვების ქალაქიდან სურვილის საწინააღმდეგოდ გაყვანის. ჩვენ მუდმივად მივმართავთ სახელმწიფო დეპუტატებს ამ კანონის მიღების საკითხზე, ვინაიდან უპასუხისმგებლო მშობლები ბავშვებს საფრთხეს უქმნიან," - განაცხადა ავდეევკას სამხედრო-სამშვიდობო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი ბარაბაშმა.
ერთ-ერთი მოხალისე ვლად მახოვსკი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ის სარდაფში 6 წლის ელიასთან ერთად იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, გოგონა ამბობდა, რომ ეშინოდა, თუმცა მისი ოჯახი ევაკუაციაზე უარს აცხადებდა. აღსანიშნავია, რომ ბებია-ბაბუას ქალაქის დატოვებას და ბავშვისთვის სიცოცხლის გადარჩენას სთავაზობდნენ.
"მოგვიანებით კიდევ ვინახულე ოჯახი. ვარწმუნებდი მათ ქალაქი დაეტოვებინათ, არ მოისურვეს. ელიას 6 წლის დაბადების დღეზეც მივაკითხე ტორტითა და საჩუქრით, მათ ბავშვების ნახვის უფლება არ მომცეს არც მაშინ და არც შემდგომ. საშინელი ტკივილია.. ბავშვი, რომელიც სულ რამდენიმეჯერ ვნახე, ასე ძლიერ ჩამივარდა გულში.. როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს ბავშვები?" - წერს მოხალისე.