„44 ზომა ფეხსაცმლით ხელში დავრბოდი და ვაზომებდი, ფეხი არ გაეყინოს-მეთქი...“ - დომენიკ მანგო ემოციებს გვიზიარებს

დომენიკ მანგო

მას შემდეგ, რაც ომი შევიგრძენი და ვუყურე ამ მებრძოლებს, მივხვდი, რომ რემბო სულელი პერსონაჟი ყოფილა, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო წერს.

დღეს ბიჭებს რომ შევხედე, ცრემლი მომადგა თვალებზე, სევდიანი იყო ამ იარაღასხმული ვაჟკაცების ყურება ბრძოლის წინ. დავრბოდი 44 ზომა ფეხსაცმლით ხელში და ვაზომებდი, იქნებ მოერგოს და ფეხი არ გაეყინოს-მეთქი, მაინც არ მოერგო. ნეტავ იცოდეთ, როგორ შემიყვარდა ყოველი მათგანი და როგორი ემოციებით ვეგებები ყველას დილაობით. ასეთი სიყვარულით არასდროს მითქვამს სიტყვა „შეგერგოს“, რადგან მე ვნაყრდები ამ ხალხის ყურებით. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ასეთი მშვიდი და ლაღი, როგორიც აქ ვარ, სადაც არავინ იცის, რომელი ჩვენგანი შეწყვეტს სიცოცხლეს“, - ვკითხულობთ პოსტში.