24 თებერვალს გალა 2 თვის გახდა, რომ გავიღვიძეთ სურათები გვინდოდა დაგვედო, უცებ... - გიორგი გასვიანის ემოციური ამბავი

gasviani

ტელეწამყვან გიორგი გასვიანს უკრაინაში მიმდინარე ომმა აფხაზეთის ომი გაახსენდა.

„24 თებერვალს ჩემი პატარა გალა გახდა 2 თვის. რომ გავიღვიძეთ მე და მარიტამ, გვინდოდა გვეთქვა, რომ 2 თვის არის, ფოტოები გვინდოდა დაგვედო. უცბად მარიტა გვეუბნება, რომ ომი დაიწყო, უკრაინაში რუსეთი შეიჭრაო. პირი დავაღე, მანამდე იყო საუბარი ამაზე, მაგრამ მაშინ ვიფიქრეთ, რომ არ მოხდებოდა.

პირველ რიგში, გამახსენდა ბავშვი და გავაცნობიერე რას გრძნობდნენ ჩემი მშობლები 1992 წელს, როცა სოხუმში ომი დაიწყო. ჩვილი არ ვიყავი, 6 წლის ვიყავი, მაგრამ დეიდაჩემს ჩვილი ჰყავდა. ეს განცდები ხომ მახსოვს, როგორი მობილიზაცია დავიწყეთ, როგორ მოვაგროვეთ პირველადი ნივთები და რამდენიმე დღეში ბავშვები ქალაქიდან გაგვიყვანეს. შემდეგ დავბრუნდით და ბუნკერებში ვიმალებოდით“, - იხსენებს გასვიანი გადაცემაში „ჩაი“.