100 დღის წინ რუსეთმა უკრაინაში გაუმართლებელი ომი წამოიწყო, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას - ლაიენი

ევროკავშირი

"100 დღის წინ რუსეთმა უკრაინაში გაუმართლებელი ომი წამოიწყო. უკრაინელების სიმამაცე მოითხოვს ჩვენს პატივისცემასა და დაფასებას", - ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

"ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. დღეს პარიზში მე ემანუელ მაკრონთან ერთად ქვეყნისადმი [უკრაინისადმი] ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ მხარდაჭერას განვიხილავ",- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

ასევე ნახეთ:

👉 უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და რუსეთში, ობიექტებზე თავდასხმას არ აპირებს - მიხაილო პოდოლიაკი

👉 დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს - იენს სტოლტენბერგი