ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასირებულ თავდასხმას ამზადებს.
მისივე თქმით, დარტყმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკა და ლოგისტიკა იქნება.
„დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთი ჩვენს ქვეყანაზე ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს, უპირველესად, ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი გათვლას აკეთებს, რომ მსოფლიო ამერიკის არჩევნებს დააკვირდება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების მიღმა დარჩება.
ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, რუსეთს მკაფიოდ აგრძნობინოს, რომ ტერორი სარგებელს ვერ მოუტანს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებთან „თამაში“ არ შეიძლება.
„ამერიკას შეუძლია ამის გაკეთება, მსოფლიოს შეუძლია ამის გაკეთება, რომ რუსულ მკვლელობებს ბოლო უნდა მოეღოს“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.