დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პინა პიჩიერნომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, შიმშილობა გამოაცხადა.
„უკრაინის ქალაქ ოლეშკში ათასობით ადამიანი რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გამომწყვდეული, საკვებსა და მედიკამენტებზე რეგულარული წვდომის გარეშე. ნაღმებით დაფარული ტერიტორიები გაქცევას უკიდურესად სახიფათოს ხდის: ვინც რჩება, შიმშილით სიკვდილის რისკის წინაშეა, ვინც გასვლას ცდილობს – სიცოცხლის რისკის წინაშე. ამ საგანგებო მდგომარეობისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად შიმშილობა გამოვაცხადე“, – დაწერა პიჩიერნომ სოციალურ ქსელში.
მან ასოციაციებს, მოქალაქეებსა და ეროვნულ თუ ადგილობრივ ინსტიტუტებს ამ „დიდ არაძალადობრივ ქმედებაში“ ჩართვისკენ მოუწოდა.
„უნდა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ზავი, საკვებისა და მედიკამენტების შეყვანა და იმ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაციის შესაძლებლობა, ვისაც ქალაქის დატოვება სურს“, – წერს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.